ყველასთვის ცნობილია ქართული შრიფტების სტანდარტები, ავღნიშნოთ, რომ სტანდარტი გვაქვს UTF-8 (Sylfaen), მაგრამ გვაქვს აგრეთვე "სტანდარტი" დეფაქტო, რომელთანაც მე პირადად ძალიან მიჭირს შეგუება.
სამწუხაროდ, მოთხოვნილი ელექტრონული ინფორმაციის წარმოდგენაც არ მოითხოვება ერთი სტანდარტით.
ეს არ არის დამოკიდებული თელავის საგანმანათლებლო რესურსცენტრზე.
თუმცა ჩვენ ვარკვევთ ორივე სტანდარტს და ხშირად გვიწევს კიდევაც ისტ-მენეჯერების მოწვდილი ინფორმაციის კონვერტირება, მაინც ისტ-მენეჯერებს მოეთხოვებათ ყურადღებით მოეკიდოთ დავალებას.
კერძოდ, ვიხემძღვანელოთ პირველ რიგში მოწვდილ დოკუმენტში მინიშნებული სტანდარტით, თუ უშუალოდ დოკუმენტში წერია ეს მითითება
თუ არ გვაქვს არანაირი მითითება, მაშინ დავაკვირდეთ თვითონ დოკუმენტის შაბლონი რა სტანდარტით არის გაკეთებული.
თუ გვაქვს ურთიერთ გამომრიცხავი მითითებები, მაშინ აუცილებლად გადაამოწმეთ რესურცენტრში პასუხისმგებელ პიროვნებასთან.
четверг, 25 февраля 2010 г.
Подписаться на:
Комментарии к сообщению (Atom)
Комментариев нет:
Отправить комментарий